რადიო თავისუფლება
radiotavisupleba.ge.web.brid.gy
რადიო თავისუფლება
@radiotavisupleba.ge.web.brid.gy
საქართველოსა და მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, ვიდეო, პოდკასტები, ჟურნალისტური გამოძიება, სპორტი, მუსიკა, კინო, ინტერვიუ.

[bridged from https://radiotavisupleba.ge/ on the web: https://fed.brid.gy/web/radiotavisupleba.ge ]
ტრამპთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ზელენსკიმ კანადისა და ევროპის ლიდერებთან ერთად იმსჯელა პრიორიტეტებზე
27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა. ის შეხვდა კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნის. მადლობა გადაუხადა მას დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საჰაერო თავდაცვაში დახმარებისთვის. კანადაში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტმა კანადის პრემიერმინისტრთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართა ევროპის ლიდერებთან. ამ დისკუსიაში მონაწილეობდა ლიდერთა ფართო ჯგუფი: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი,...
www.radiotavisupleba.ge
December 27, 2025 at 11:35 PM
ზელენსკი კრემლის პოზიციაზე: “კინჟალები” და “შაჰედები” ამბობენ მათ სათქმელს
27 დეკემბერს დილიდან უკრაინის კომუნალური სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ რუსეთის დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის შედეგად გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე აღმოჩენილი კიევის დიდი ნაწილისთვის კომუნიკაციების აღდგენაზე. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადა, რომ “ამდენი დრონით ქალაქის ცენტრზე თავდასხმა პირველად განხორციელდა”. რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე საათში უკრაინამ წამოიწყო რუსეთის სამიზნეებზე საჰაერო იერიში, 110-ზე მეტი დრონი იყო გაშვებული რუსეთის...
www.radiotavisupleba.ge
December 27, 2025 at 5:36 PM
უკრაინის ფრონტზე დაიღუპა დენის კაპუსტინი, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (РДК) დამფუძნებელი
რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (РДК) იუწყება მისი დამფუძნებლისა და მეთაურის დენის კაპუსტინის სიკვდილის შესახებ - რომ ის “ზაპოროჟიეს მიმართულებით საბრძოლო დავალების შესრულებისას” დაიღუპა, წინასწარი ინფორმაციით - დრონის დარტყმის შედეგად. მოხალისეთა კორპუსის თანახმად, დეტალები დგინდება და მოგვიანებით გახმაურდება. დენის კაპუსტინი (იგივე - დენის ნიკიტინი) - ყოფილი საფეხბურთო ხულიგანი, ულტრამემარჯვენე აქტივისტი და ბრენდ White Rex-ის დამფუძნებელია, რომელიც აწარმოებდა ტანსაცმელს ნაცისტური სიმბოლიკით....
www.radiotavisupleba.ge
December 27, 2025 at 5:36 PM
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათ სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
მეორე დღეა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროგრამით გათვალისწინებული გადაცემები არ გადის. მათ შორისაა საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“, რომელიც 26 დეკემბრის 15:00 საათის შემდეგ ეთერში არ გასულა. ტელევიზიამ განმარტება დღეს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა“. „ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა...
www.radiotavisupleba.ge
December 27, 2025 at 1:35 PM
სუს-ში „ამორალურს“ და „მიუღებელს“ უწოდებენ ახალაიას ბრალდებას „ცოლის დაპატიმრების“ მუქარაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბაჩანა ახალია ცრუობს, როცა უწყებას „ცოლის დაკავებით“ მუქარაში ადანაშაულებს. სუს-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათთვის „განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია“ ბრალდება „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“. „სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს - მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან,...
www.radiotavisupleba.ge
December 27, 2025 at 1:35 PM
მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინელ ლტოლვილებს 300 და 45 ლარით კიდევ სამი თვე დაეხმაროს
საქართველოს მთავრობა, უკრაინელ ლტოლვილებს 300 და 45 ლარით 2026 წლის პირველ აპრილამდე დაეხმარება. ვადის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომლის თანახმადაც, „უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, ოჯახზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი“ დახმარებებია გათვალისწინებული. დაფინანსებას სოციალური...
www.radiotavisupleba.ge
December 27, 2025 at 9:50 AM
შაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა - 5 ადამიანი დაშავდა კიევში
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს და სამიზნედ რამდენიმე რეგიონი აირჩიეს, მათ შორის ჩერნიგოვი, მიკოლაივი, ხარკივი და ჟიტომირი. ეს იმ ფონზე, როცა კვირას, 28 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების ფარგლებში ხვდება. აფეთქებები და ხანძრები რამდენიმე ლოკაციაში დაფიქსირდა, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც, სადაც მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე...
www.radiotavisupleba.ge
December 27, 2025 at 7:35 AM
ისრაელმა სომალის სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა
ისრაელმა სომალის სეპარატისტული რეგიონი, სომალილენდი, „დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“ აღიარა, განაცხადა 26 დეკემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს გააკეთა. სომალის, ეგვიპტის, თურქეთის და ჯიბუტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ისრაელის მიერ სომალის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. აღიარება, განაცხადა 26 დეკემბერს ეგვიპტემ. „მინისტრებმა დაადასტურეს, რომ სრულად უარყოფენ და გმობენ ისრაელის მიერ...
www.radiotavisupleba.ge
December 26, 2025 at 9:34 PM
ისლამისტურმა მებრძოლმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა სირიაში მეჩეთის აფეთქებაზე
ისლამისტურმა მებრძოლმა დაჯგუფებამ „სარაია ანსარ ალ-სუნამ“ აიღო პასუხისმგებლობა სირიის ქალაქ ჰომსში, ალავიტების უმრავლესობით დასახლებულ რაიონში მეჩეთის აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, დაჯგუფება წერს, რომ მისმა მებრძოლებმა „რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს“ იმამ ალი ბინ აბი ტალიბის მეჩეთში, რომელიც ალავიტების რაიონში მდებარეობს. ჯგუფი ჩამოყალიბდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც ალავიტების თემის...
www.radiotavisupleba.ge
December 26, 2025 at 9:35 PM
ფეხბურთში ფსონების სკანდალთან დაკავშირებით თურქეთში 29 პირი დააკავეს
თურქეთის ფეხბურთში ფსონების სკანდალი 26 დეკემბერს კიდევ უფრო გამწვავდა, როცა 29 ადამიანი, მათ შორის 14 ფეხბურთელი, დააკავეს, - განაცხადა სტამბოლის პროკურატურამ. მათი დაპატიმრება ნოემბრის დასაწყისში ექვსი მსაჯისა და უმაღლესი დონის კლუბ ეიიუფსფორის პრეზიდენტის დაპატიმრებას მოჰყვა. „29 ადამიანის, მათ შორის 14 ფეხბურთელის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები გაიცა და 24 მათგანი პოლიციის განყოფილების იზოლატორში გადაიყვანეს”- ნათქვამია პროკურორის განცხადებაში. დაკავებულებს შორის არიან...
www.radiotavisupleba.ge
December 26, 2025 at 5:34 PM