Netgazeti.ge
netgazeti.ge.web.brid.gy
Netgazeti.ge
@netgazeti.ge.web.brid.gy
ნეტგაზეთი, ახალი ამბები საქართველოდან

🌉 bridged from https://netgazeti.ge/ on the web: https://fed.brid.gy/web/netgazeti.ge
ახალი აქცენტები მათე დევიძის საქმეში — რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათე დევიძის საქმე განიხილება, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი უძღვება. სააპელაციო სასამართლოში ახალგაზრდა სინდისის პატიმრისთვის, რომელიც 21 წლის ციხეში გახდა, მსჯავრის დამძიმებას ითხოვს პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი. მათეს ადვოკატები მის სრულ გამართლებას ითხოვენ. ალტერნატივის სახით არ გამორიცხავენ მსჯელობას ბრალის გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შემცირებაზეც. „სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას უფრო […] The post ახალი აქცენტები მათე დევიძის საქმეში — რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს
თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული. აღნიშნული მუხლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს და 500 ლარის ჯარიმას და ცივი იარაღის კონფისკაციას ითვალისწინებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი აქტივისტის, არჩილ გოჩიტაშვილის და ნოდარ ჩაჩანიძის დაკავებაზე. თუმცა მათთან დაკავშირებით შსს […] The post რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
“სინდისის პატიმარმა უჩივლა რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარეს პატივისა და ღირსები შელახვის გამო” – ზურა ცეცხლაძე
20 წლის სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ ციხიდან უჩივლა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ავრცელებს. ცეცხლაძე პაპუაშვილს უჩივის პატივისა და ღირსები შელახვის საფუძვლით. დავის საგანია პაპუაშვილის განცხადებები, სადაც ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტს უწოდებს. “გუშინ ზვიადმა შეხვედრის დროს მითხრა, რომ “ადამიანის ღირსება არის უპირატესი ადამიანის სიცოცხლეზეც კი, რამეთუ სიცოცხლე არის დროებითი, […] The post “სინდისის პატიმარმა უჩივლა რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარეს პატივისა და ღირსები შელახვის გამო” – ზურა ცეცხლაძე appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
„ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის კონტროლის იარაღი“ — სოცმუშაკთა პროფკავშირი
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ეხმაურება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთობლივი ბაზის შექმნას ითვალისწინებს. „ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველაზე მგრძნობიარეა და მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით. ეს მონაცემები ხშირად იტევს ადამიანის ყველაზე რთულ გამოცდილებებს — ტრავმას, […] The post „ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის კონტროლის იარაღი“ — სოცმუშაკთა პროფკავშირი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
ახალი კანონი: იურისტმა შსს-ში 46 აქციის შესახებ გაფრთხილება დაარეგისტრირა
იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა. 46-ვე აქციის ორგანიზატორი თავადაა. როგორც ის ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ამით სურს აჩვენოს, რომ უწყებას გაუჭირდება იმ კანონის აღსრულება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2-დღეში მიიღო. საუბარია კანონზე, რომლის მიხედვითაც ტროტუარზე შეკრებისთვისაც კი შსს წინასწარ, 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილო. გაფრთხილებიდან 3 დღის შუალედში უწყებას შეუძლია ორგანიზატორს უარი […] The post ახალი კანონი: იურისტმა შსს-ში 46 აქციის შესახებ გაფრთხილება დაარეგისტრირა appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
EU-ში შეთანხმდნენ მექანიზმზე, როგორ აუარონ უნგრეთს გვერდი რუსული აქტივების გასაყინად
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც რუსეთის სახელმწიფო აქტივები ევროპაში შესაძლოა სამუდამოდ გაყინული დარჩეს. როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის კრემლის იმედებს, რომ ომის შემდგომი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გაყინული თანხები განიბლოკება. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა სამართლებრივი მექანიზმი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გვერდის ავლით დაამტკიცა. დანიის საბჭოს თავმჯდომარეობის განცხადებით, ხუთშაბათს […] The post EU-ში შეთანხმდნენ მექანიზმზე, როგორ აუარონ უნგრეთს გვერდი რუსული აქტივების გასაყინად appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
“გაუაზრებელი ნაბიჯები ნეგატიურად აისახება საქართველოზე” – აზერბაიჯანელი ეკონომისტი
ტარიფების გამო საქართველოს ტერიტორის გავლით სომხეთში აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების ტრანზიტთან დაკავშირებული უთანხმოება კვლავ მოუგვარებელია. ბაქო მის მიერ კონტროლირებადი მედიების საშუალებით უკმაყოფილებას გამოთქვამს თბილისის პოზიციის გამო, რომელმაც აზერბაიჯანს „უზომოდ მაღალი“ თანხა დაუწესა, შემდეგ კი მხოლოდ ერთჯერადი უფასო გადაზიდვის შეთავაზებით შემოიფარგლა. აზერბაიჯანელი ეკონომისტი ემინ გარიბლი (UNEC) Minval Politika-სთან განმარტავს, რომ საქართველოს მიდგომამ შესაძლოა რეგიონში მისი სატრანზიტო როლის გაქრობას […] The post “გაუაზრებელი ნაბიჯები ნეგატიურად აისახება საქართველოზე” – აზერბაიჯანელი ეკონომისტი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
ქალაქში, რომელიც პუტინმა აღებულად გამოაცხადა, რუსები ალყაში მოვაქციეთ – უკრაინის არმია
ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და ქალაქში შეჭრილი რუსული ჯგუფი ალყაში მოაქციეს. ეს ის ქალაქია, რომელიც ცოტა ხნის წინ პუტინმა აღებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “უკრაინსკა პრავდა”, უკრაინის არმიაზე და პროექტ DeepState-ის რუკაზე დაყრდნობით. „დავალება იყო ქალაქში შესვლა და მისი რუსებისგან გაწმენდა. ჩვენ ერთდროულად 2-3 მიმართულებით ვმუშაობდით, მათი ლოჯისტიკა […] The post ქალაქში, რომელიც პუტინმა აღებულად გამოაცხადა, რუსები ალყაში მოვაქციეთ – უკრაინის არმია appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
პრემიერი იყო იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება — ვოლსკი აშხაბადის ფორუმზე
„ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აშხაბადის ფორუმის შესახებ ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე იგეგმება. საუბარია აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ეძღვნება „მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს“ (2025), ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღეს და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს“. კობახიძის გარდა, ფორუმში მონაწილეობენ რუსეთის, ირანის, ერაყის, თურქეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, […] The post პრემიერი იყო იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება — ვოლსკი აშხაბადის ფორუმზე appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
რა თქვა კობახიძემ თურქმენეთში ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას
“ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ […] The post რა თქვა კობახიძემ თურქმენეთში ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 13, 2025 at 4:52 AM
ემიგრირებული აზერბაიჯანელი აქტივისტები ევროპარლამენტს მიმართვენ
Meydan.tv-ს ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მიმართვა გაუგზავნეს და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე შეშფოთება გამოხატეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დათრგუნვას. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ქვეყანაში 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, რაც რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს […] The post ემიგრირებული აზერბაიჯანელი აქტივისტები ევროპარლამენტს მიმართვენ appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
“ხელები შორს ეკლესიისგან” – მოსკოვში ფაშინიანს მიტინგი დაახვედრეს
მოსკოვში, სომხეთის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რუსეთის მთავრობის სახლში ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის ჩასული სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან მოითხოვეს, გაათავისუფლოს დევნის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები. „ხელები შორს სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიისგან”; “ჩვენ ეჩმიაძინთან ვართ“; „თავისუფლება ჩვენს სასულიერო პირებს“ – ასეთი წარწერიანი ბანერებით დახვდნენ ფაშინიანს. როგორც „База“ წერს, შენობასთან დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, […] The post “ხელები შორს ეკლესიისგან” – მოსკოვში ფაშინიანს მიტინგი დაახვედრეს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
“მიზანი არა ევრაზიული კავშირიდან გასვლა, მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა” – ფაშინიანი
“სომხეთის მთავრობისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა მიზანი არ არის, მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება”- როგორც ჰამბურგიდან „არმენპრესის“ კორესპონდენტი იტყობინება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პასუხად კითხვაზე, როდის ემზადება სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსასვლელად და როდის შეიტანს საბოლოოდ ევროკავშირში წევრობის ოფიციალურ განაცხადს. „ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა მიზანი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანება […] The post “მიზანი არა ევრაზიული კავშირიდან გასვლა, მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა” – ფაშინიანი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
დრონებით შეტევის გამო ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად პეტერბურგში დაეშვა
ღამით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამთავრობო თვითმფრინავი ვერ დაეშვა მოსკოვში საჰაერო სივრცის დროებითი დახურვის გამო. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა დაწერა. “თვითმფრინავმა გადაიფრინა სანქტ-პეტერბურგში და უსაფრთხოდ დაეშვა „პულკოვოს“ აეროპორტში.„დილით პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააგრძელა მოგზაურობა და გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაში, ასევე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც […] The post დრონებით შეტევის გამო ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად პეტერბურგში დაეშვა appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
ფაშინიანი რუსეთში ევრაზიული მთავრობათაშორის საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მთავრობის სახლში ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი ასევე დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. იქამდე, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრის სამთავრობო თვითმფრინავი წინა ღამით ვერ დაეშვა მოსკოვში რუსეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცის დროებითი დახურვის გამო. “თვითმფრინავი […] The post ფაშინიანი რუსეთში ევრაზიული მთავრობათაშორის საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
გაეროს სპეცმომხსენებელი: “სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება”
“საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება”, – “ფორმულას” ინფორმაციით, ეს განცხადება მათთან ინტერვიუში წამების საკითხებში გაეროს სპეცმომხსენებელმა, ელის ედვარდსმა გააკეთა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საქმესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაასრულა გამოძიება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მივიდა დასკვნამდე, რომ პოლიციას მომიტინგეების […] The post გაეროს სპეცმომხსენებელი: “სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება” appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
“უნივერსიტეტი ავტონომიის გარეშე ფიქციაა” – ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორების განცხადება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს. ნეტგაზეთი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საჯაროდ არაერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია ე.წ. „უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ მოსალოდნელ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რამდენიმე ასპექტზე დამატებით ყურადღების გამახვილება. უნივერსიტეტი, ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გარეშე, ფიქციაა, იდეისგან, იდენტობისგან გამოფიტული დაწესებულებაა, […] The post “უნივერსიტეტი ავტონომიის გარეშე ფიქციაა” – ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორების განცხადება appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
„BBC მაფრთხილებდა, მათ გამოძიებაში მონაწილეობის გამო, „ოცნება“ ზომებს მიიღებდა“ — გელა ხასაიას საქმე
სასამართლოში გელა ხასაიას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს, 11 დეკემბერს, შესავალი სიტყვა წარმოადგინა მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ და შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად გელა ხასაიამ. ხასაიას დაკავება, თავად გელას და მისი უფლებადამცველის განცხადებით, უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს, მის მონაწილეობას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში, სადაც გელა ხასაია ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტია და რომლითაც საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ […] The post „BBC მაფრთხილებდა, მათ გამოძიებაში მონაწილეობის გამო, „ოცნება“ ზომებს მიიღებდა“ — გელა ხასაიას საქმე appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
საიას თავმჯდომარე ხსნის, რატომ არის 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებების დაცვისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. მისი თქმით, ეს საქმე განსაკუთრებით რელევანტურია დღეს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების უფლება იმ უფლებებს შორისაა, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მეტად შეიზღუდა. „რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 20-21 ივნისის […] The post საიას თავმჯდომარე ხსნის, რატომ არის 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
საქართველო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის – რას ნიშნავს და რატომაა სახიფათო?
ავტორი: ელენე ქორიძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რთული, ხშირად ბარიერებით სავსე გზით ვითარდებოდა. საბჭოთა ეპოქის მძიმე მემკვიდრეობის – ინსტიტუციონალიზაციის, დიაგნოზების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შემდეგ, ქვეყნის მიზანი თანამედროვე, ადამიანზე და მისი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მოდელის შექმნა იყო. ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი დიდი ტიპის […] The post საქართველო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის – რას ნიშნავს და რატომაა სახიფათო? appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 12, 2025 at 3:01 AM
სამთავრობო მედიებისთვის ხელშეშლაში ბრალდებული 7 პირიდან 3 ბრალს აღიარებს
4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეში, რომელშიც შვიდი ბრალდებულია და რომელთაც სამთავრობო მედიების გადამღები ჯგუფებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ასამართლებენ, 3 მათგანი ბრალს აღიარებს, 4 კი კატეგორიულად არ ცნობს თავს დამნაშავედ. წინასასამართლო სხდომა დღეს, 10 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც მოსამართლე ლევან გელოვანი უძღვებოდა. გიორგი დუშენკო, მარია ოთინაშვილი, თამარ კირტავა, ირაკლი წულაია, თამუნა კირტავა, ვახტანგ გაბელაია, ინგა […] The post სამთავრობო მედიებისთვის ხელშეშლაში ბრალდებული 7 პირიდან 3 ბრალს აღიარებს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 11, 2025 at 12:50 AM
“თბილისის დემარშის პასუხად, ბაქო სომხეთამდე რკინიგზის აღდგენას განიხილავს” – Minval
აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედია Minval Politika, რომელიც ბაქოს არაოფიციალურ პოზიციას ახმიანებს, მკითხველს ამჟამად კიდევ ერთ “ექსკლუზივს” სთავაზობს და აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით “თბილისის ტარიფულ დემარშზე პასუხად ბაქო სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს”. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა და “კონფლიქტის დეტალები გაასაჯაროვა”. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია […] The post “თბილისის დემარშის პასუხად, ბაქო სომხეთამდე რკინიგზის აღდგენას განიხილავს” – Minval appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 11, 2025 at 12:50 AM
რა თქვეს სასამართლოში მათ, ვისაც პროკურატურა 4 ოქტომბრის ორგანიზებას ედავება
დღეს, 10 დეკემბერს გაიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი. ჩატარდა მათი სასამართლოც, ვისაც პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მურთაზ ზოდელავამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, დაეთანხმოს 4 ოქტომბრის საქმეზე წარდგენილ ბრალდებებს, თუ ამით დანარჩენ 60-ზე მეტ დაპატიმრებულს გათავისუფლებაში დაეხმარება. “ჩვენი წარმოჩენა ხდება როგორც ბანდიტური, ძალადობრივი ჯგუფის. მხედრიონის გასამართლება მახსოვს, ასე დაგვყვეს. ჩემზე გავიგე, პოლიტიკური […] The post რა თქვეს სასამართლოში მათ, ვისაც პროკურატურა 4 ოქტომბრის ორგანიზებას ედავება appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 11, 2025 at 12:50 AM
„ოცნებამ“ დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს
79 ხმით 9-ის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო შეკრება-მანიფესტაციების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. საკანონმდებლო ცვლილებებით, „ხალხის სავალ ადგილას“ შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება შსს-ს გაფრთხილება. თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, […] The post „ოცნებამ“ დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 11, 2025 at 12:50 AM
GCRT-ს დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ფრანგულ-გერმანული პრემიით დაჯილდოვდა
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის – GCRT აღმასრულებელი დირექტორი, ლელა ცისკარიშვილი ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სფეროში ფრანგულ-გერმანული პრემიით დაჯილდოვდა. აღნიშნული ჯილდო საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ხედვის სიმბოლოა. როგორც გერმანიის და საფრანგეთის საელჩოების ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის- GCRT 25 წელია წამების პრევენციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების […] The post GCRT-ს დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ფრანგულ-გერმანული პრემიით დაჯილდოვდა appeared first on Netgazeti.
netgazeti.ge
December 11, 2025 at 12:50 AM